გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის
თემა:
|
ნაცვალსახელი
|
საგანი
|
ქართული
|
სწავლების საფეხური
|
დაწყებითი
|
კლასი
|
III
|
მოსწავლის რაოდენობა
|
13
|
სსსმ
|
არ არის
|
აქტუალობა
|
მოსწავლე შეძლებს ტექსტში იპოვოს ნაცვალსახელები.
შეძლოს
წინადებებში გამოიყენოს შესაბამისი
ნაცვალსახელები. დაადგინოს
თუ რომელი პირისაა ნაცვალსახელი.
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
ქარ.III.3. მოსწავლეს
შეუძლია ძირითადი ენობრივ-გრამატიკული საშუალებების სათანადოდ გამოყენება.
ქარ.III.13.მოსწავლეს შეუძლია ძირითადი გრამატიკული ელემენტების მართებულად
გამოყენება ტექსტის შექმნისას.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
მოსწავლე ამოიცნობს ნაცვალსახელებს, შეძლებს არსებითი
სახელები შეცვალოს შესაბამისი ნაცვალსახელებით. დაადგინოს თუ
რომელი პირისაა ნაცვალსახელი.
თანამშრომლობს
თანატოლებთან. საჭიროების შემთხვევაში
ითხოვს დახმარებას და ეხმარება სხვას.
|
წინარე ცოდნა
|
მოსწავლემ უნდა იცოდეს მეტყველების ნაწილები.
შეეძლოს არსებით სახელის, ზმნის, ზედსართავი სახელის დასახელება. იცოდეს რა
კითხვაზე პასუხობს ისინი.
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
აქტივობა 1. (4 წთ) გონებრივი იერიშის რუკის შევსება წინასწარ
გამზადებულ ფორმატის ქაღალდზე.
რითაც დავადგენ თუ რა წინარე ცოდნა აქვს მოსწავლეებს.
აქტივობა 2. (10 წთ) მოსწავლეებს ვურიგებ ფურცლებს. ისინი ჯერ სქემის ვიცი, მინდა
ვიცოდე, ვისწავლეს პირველ სვეტს ავსებენ. თუ რომელი მეტყველების ნაწილები იციან
მათ. რა კითხვაზე პასუხობს ესა თუ ის მეტყველების
ნაწილი.
შემდეგ უკვე მეორე სვეტს.
აქტივობა 3.(5 წთ) მოსწავლეებს მივაწოდებ ახალი მასალის თემას. ნაცვალსახელი და
აღნიშნულ თემაზე ვაჩენებ პრეზენტაციას.
აქტივობა 4.(14 წთ) წინასწარ
დამზადებული ბარათების აღება მოსწავლეთა მიერ და მათი დაჯგუფება.
მოსწავლეები იღებენ მაგიდიდან მასწავლებლის მიერ
წინასწარ დამზადებულ ფერად ბარათებს , რომელზეც ნომრებია აღნიშნული და
ერთნაირი ნომრის მქონე მოსწავლეები ჯგუფებად ლაგდებიან -სულ ოთხი ჯგუფი.
მოსწავლეებმა წინადადებებში წერტილების
ნაცვლად უნდა ჩასვან შესაბამისი ნაცვალსახელები. შედეგები წარმოადგინონ პრეზენტაციის
სახით.
ტექსტი
...... მე როცა არდადეგები მაქვს, ბებოსთან მივდივარ. იქ მეგობარი მყავს.
....ძალიან კეთილია. ..... სად მიდიხარ არდადეგებზე?
.... სოფლის განაპირას ცხოვრობდა. .... ხშირად დავდიოდი მასთან სტუმრად. ......თუ ხარ მასთან სტუმრად ნამყოფი?
... რამოდენიმე დღეში დაბადების დღე მაქვს.მინდა რომ .... მოხვიდე. ეკასც დავპატიჟებ, ..... ყოველთვის მეპატიჟება.
აქტივობა 5. (5 წთ). სქემის ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლეს შევსება ბოლომდე.
აქტივობა 6. (5 წთ ) შეფასება. თვითშეფასება.
აქტივობა 7.(2 წთ) საშინაო დავალების მიცემა. ნაცვალსახელი. სავარჯიშო N 1
|
საკლასო მენეჯმენტი და საგანმანათლებლო რესურსი
|
სახელმძღვანელო- ქართული ენა I I I კლასი ავტორი -ნ.გორდელაძე, თ. კუხიანიძე,
ლეპტოპი, პროექტორი,დავალების ბარათები,
რვეულები, კალმები
|
გაკვეთილის თემა:
|
რიცხვითი
სახელი
|
საგანი
|
ქართული
|
სწავლების
საფეხური
|
დაწყებითი
|
კლასი
|
IV
|
მოსწავლის
რაოდენობა
|
12
|
სსსმ
|
ერთი
მოსწავლე
|
აქტუალობა
|
მოსწავლე
შეძლებს წინადადებაში იპოვოს რიცხვითი სახელები. შეძლოს
ერთმანეთისაგან განასხვავოს რაოდენობითი
და რიგობითი რიცხვითი სახელები. შეძლოს რაოდენობით
რიცხვითი სახელს შეუსაბამოს რიგობითი
რიცხვითი სახელი. წინადადებაში გამოიყენოს სათანადოდ.
|
გაკვეთილის
მიზნები და შედეგები
|
ქართ.IV. 13
ქართ.IV. 14
ქართ.IV. 3
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
ამოიცნობს რიცხვითი
სახელებს. შეძლებს ერთმანეთისაგან
განასხვავოს რაოდენობითი და რიგობითი რიცხვითი
სახელები. შეძლოს რაოდენობით რიცხვითი
სახელს შეუსაბამოს რიგობითი რიცხვითი
სახელი. წინადადებაში გამოიყენებს სათანადოდ.
თანამშრომლობს თანატოლებთან. საჭიროების შემთხვევაში
ითხოვს დახმარებას და ეხმარება სხვას.
სსსმ მოსწავლე შეძლებს წინადადებაში ამოიცნოს რიცხვითი სახელი. შეძლოს დაასახელოს
რაოდენობით
რიცხვითი სახელის შესაბამისი
რიგობითი რიცხვითი სახელი.
|
წინარე
ცოდნა
|
მოსწავლემ
უნდა იცოდეს მეტყველების ნაწილები. შეეძლოს არსებით სახელის, ზმნის, ზედსართავი
სახელის, ნაცვალსახელის დასახელება. იცოდეს რა კითხვაზე პასუხობს ისინი.
სსსმ
მოსწავლეს შეუძლია დაასახელოს არსებითი სახელი, ზმნა, ზედსართავი სახელი.
|
გაკვეთილის
მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
აქტივობა
1. (2 წთ) ვესალმები
კლასს და ვაცნობ გაკვეთილის
თემას და მიზანს. (ვწეროთ და ვისაუბროთ გამართულად) ვაცნობ შეფასების რუბრიკას.
აქტივობა
2. (5 წთ) გონებრივი
იერიშის რუკის შევსება წინასწარ გამზადებულ ფორმატის ქაღალდზე.
რითაც
დავადგენ თუ რა წინარე ცოდნა აქვს მოსწავლეებს.
აქტივობა
3. (5 წთ) მოსწავლეებს
მივაწოდებ ახალი მასალის თემას. რიცხვითი სახელი და აღნიშნულ თემაზე ვაჩენებ
პრეზენტაციას. (ასევე ვურიგებ სტრატეგია მზე და მთვარეს, რათა გაკვეთილის მსვლელობისას
მოინიშნონ ბუნდოვანი საკითხები.)
აქტივობა
4.(5 წთ) მოსწავლეები იღებენ მაგიდიდან ფერად ფურცლებს, რომლებზეც
წერია რიცხვები.ისინი ასახელებენ რაოდენობით რიცხვით
სახელს და მის შესაბამის რიგობითი
რიცხვით
სახელი.
აქტივობა
5.(10 წთ) მუშაობა წყვილებში. მოსწავლეებს ვურიგებ თაბახის ფურცლებს, სადაც ერთ მხარეს აწერია რაოდენობითი
და მეორე მხარეს რიგობითი
ასევე ფერად ფურცლებზე დაწერილ რაოდენობით და რიგობით რიცხვით სახელებს.
რომლებსაც დააწებებენ შესაბამის ადგილას. ვახსენებ წყვილებში მუშაობის წესებს.
ფერად
ფურცლებზე დაწერილი სიტყვები
ერთი, შვიდი, ცხრამეტი, ოცდარვა, ორმოცდაჩვიდმეტი,მეორმოცე,
მეცხრამეტე, სამოცდაოთხი,
ოთხმოცდამეთხუთმეტე, ორმოცდამერვე,
სამოცდამეათე, პირველი, მეასე.
წი აქტივობა 6 .( 10 წთ) მოსწავლეთა დაჯგუფება 3 ჯგუფად.
მოსწავლეებმა
წინადადებებში წერტილების ნაცვლად უნდა ჩასვან შესაბამისი რიცხვითი სახელები რაოდენობითი ან რიგობითი. შედეგები წარმოადგინონ პრეზენტაციის სახით.
დაწყებამდე
ვახსენებ ჯგუფური მუშაობის წესებს. ასევე დახმარების სათხოვნელად ასწიონ წითელი
ალამი,ხოლო დასრულების შემთხვევაში მწვანე.
წინადადებებში ჩასვი რიცხვითი სახელები სათანადო ფორმით.
1.წიქარამ ბიჭს
................... სალამური მისცა. (ორი)
2.ბიჭმა ................... წითლად დაბრაწული ვაშლი მოწყვიტა. (სამი)
3.ვახტანგ გორგასალი .................... საუკუნეში მეფობდა. (ხუთი)
4.,,უღუ და თეთ“ შეტანილია სახელმძღვანელოს ....................... თავში.(ოთხი)
5.წიქარამ .... კარი გატეხა (რვა), მაგრამ ....................... კარი
რომ უნდა გაეტეხა , ცალი რქა მოტყდა. (ცხრა)
6.როცა .... ვაჟს დროშა ხელიდან გაუვარდა (ერთი), დედამ აიღო დროშა და
.......................... შვილს მისცა
ხელში. (ორი).
აქტივობა
7. (3 წთ ) სტრატეგია მზე და მთვარე, ცხრილის
შევსება
აქტივობა
8. (3 წთ ) შეფასება. თვითშეფასება.
აქტივობა
9.(2 წთ) საშინაო
დავალების მიცემა. რიცხვითი
სახელი.
სავარჯიშო
N 1და N
2
|
საკლასო
მენეჯმენტი და საგანმანათლებლო რესურსი
|
სახელმძღვანელო-
ქართული ენა I V კლასი ავტორი -ნ.გორდელაძე, თ. კუხიანიძე, ლეპტოპი,
პროექტორი,დავალების ბარათები, რვეულები, კალმები
|
თვითშეფასების
კრიტერიუმები
|
კი
|
არა
|
ნაწილობრივ
|
აზრის
გამოთქმა შემეძლო თავისუფლად
|
|||
გამოყენებული
აქტივობები და რესურსები დამეხმარა ახალი მასალის გააზრებაში
|
|||
ჯგუფთან
მუშაობა დამეხმარა დავალების შესრულებაში
|
|||
ვუსმენდი
და ვითვალისწინებდი ჯგუფის წევრების აზრს
|
სტრატეგია მზე და მთვარე
მზე |
მმთვარე
|
მოსწავლეები შეფასდებიან შემდეგი კრიტერიუმებით
Ø იცავს დროის ლიმიტს
Ø აქტიურობა/ ჩართულობა გაკვეთილზე
Ø მეტყველებს გასაგებად, სალიტერატურო ენის
ნორმების დაცვით
Ø წერისას სწორად იყენებს ენობრივ-გრამატიკულ
ფორმებს
Ø კომუნიკაციური უნარ-ჩვევები
Ø განვლილი მასალის განმეორება
Ø წინადადებაში რიცხვითი სახელის ამოცნობა
Ø რაოდენობითი რიცხვითი სახელის შესაბამება რიგობითთან
სსსმ მოსწავლის შეფასების
კრიტერიუმები
გაკვეთილის გეგმა: მზევინარ ჩუბინიძე
საგანი: ქართული ენა
სწავლების საფეხური/კლასი:
მეოთხე
მოსწავლეთა რაოდენობა: 12
თემა: თავის განწირვა მტრისათვის
მიზანი: კითხვის
ეფექტიანი სტრატეგიების გააქტიურება. კონტექსტურ გასაღებებსა და არსებულ ცოდნაზე დაყრდნობით
გამოტოვებული სიტყვების აღდგენა. მუშაობა მაღალი სააზროვნო უნარების დახვეწაზე. ლექსიკური
მარაგის გამდიდრება. მათ შორის სსსმმ მოსწავლემ
შეაფასოს გმირის საქციელი, დაასახელოს მოქმედი პირები, გამოყოს სიუჟეტის განვითარების
ეტაპები.
N
|
აქტივობის აღწერა
|
მეთოდი
|
კლასის ორგანიზების ფორმა
|
სასწავლო რესურსები
|
დრო
|
|
1
|
ვესალმები კლასს და ვაცნობ გაკვეთილის თემას და მიზანს. ვაცნობ შეფასების რუბრიკას.
|
ვერბალური ახსნა
|
მთელ
კლასთან
|
გაკვეთილის
მიზნები და შეფასების რუბრიკა
|
2 წთ
|
მოსწავლეებს ეცოდინებათ გაკვეთილის
მიზნები და შეფასების რუბრიკა
|
2
|
გონებრივი იერიშის მეთოდით ვავსებთ ასოციაციურ რუკას. მოსწავლეებს
ვეკითხები თუ რა არის წმინდა ზნეობა.
(საქციელი ზნეობრივად ცხადდება მაშინ, როცა სხვის ბედნიერებას ემსახურება) ადამიანის რომელი საქციელი მიგვანიშნებს წმინდა
ზნეობაზე. ხომ არ გაიხსენებდით ნაწარმოებებს, სადაც საუბარია ამ თემაზე. რა ცდუნების
წინაშე აღმოჩნდა ბიჭი? როგორ დაიმშვიდა სინდისი მან? მეორე მოთხრობაში ბიჭის როგორ
საქციელზეა საუბარი? იყო მისი განზრახვა კეთილი?
|
კითხვა-პასუხი
|
მთელ
კლასთან
|
სახელმძღვანელო
|
5 წთ
|
მოსწავლეები გაიხსენებენ რომელი საქციელი მიუთითებს
წმინდა ზნეობაზე. ასევე უკვე ნასწავლ ნაწარმოებებს, წმინდა ზნეობაზე.
|
3.
|
უცხო სიტყვების მიცემა. ფურცლებზე წერია სიტყვები
და განმარტებები.ვურიგებ ბავშვებს. მოსწავლეები შეასაბამებენ სიტყვებს შესაბამის
განმარტებასთან. ვიყენებ დაწყვილდი,დაფიქრდი,გაუზიარე ჯერ ფიქრობენ,
შემდეგ აზრს უზიარებენ გვერდით მჯდომ მოსწავლეს. შემდეგ დაფაზე მიკრულ სიტყვებს მიუწებებენ
გვერდით შესაბამის განმარტებას.
|
ლექსიკური მარაგის გამდიდრება
|
წყვილებში
|
დავალების ბარათები ფერად ფურცლებზე
|
5 წთ
|
მოსწავლეები გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს
|
4.
|
პაუზებით კითხვა. ვარაუდების გამოთქმა. სქემა მგონია/
იმიტომ რომ/ სინამდვილეში გამოყენება. ტექსტის
სათაურის წაკითხვის შემდეგ მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდს თუ რაზე იქნება ტექსტი.
ტექსტი გაყოფილია სამ ნაწილად. ვიყენებ ხმამაღალი კითხვის სტრატეგიას. თითოეული ნაწილის
წაკითხვის შემდეგ მსჯელობენ გამართლდა თუ არა მათი ვარაუდი. შემდეგ კვლავ გამოთქვამენ
ვარაუდს, თუ რა მოხდება შემდეგ. ტექსტი დიდი შრიფტით მოცემულია კომპიუტერში და ვაჩვენებ
პროექტორით.
|
დემონსტრაცია თვალსაჩინოების გამოყენებით. ვარაუდების გამოთქმა
|
ინდივიდუალურად
|
დაფაზე გაკრულია სქემა მგონია/ იმიტომ რომ/ სინამდვილეში.
პროექტორი, კომპიუტერი
|
14 წთ
|
მოსწავლეები იფიქრებენ სათაურისა და ტექსტს შორის
კავშირზე. დააკავშირებენ ერთმანეთთან ფაქტებს,მოვლენებს და მოქმედებებს. რის საფუძველზეც
ივარაუდებენ რა შეიძლება მოხდეს. იმსჯელებენ, გააკეთებენ დასკვნებს.
|
5.
|
მოსწავლეებს ვყოფ სამ ჯგუფად სიის მიხედვით.
1-4-7-10, 2-5-8-11, 3-6-9-12. ვურიგებ ტექსტს სადაც გამოტოვებულია სიტყვები.მათ
ყურადღებით უნდა წაიკითხონ ტექსტი და ჩასვან შესაბამისი სიტყვები. ჯგუფების ლიდერები
აკეთებენ ნამუშევრების პრეზენტაციას. სწორ პასუხებს ვაჩვენებ პროექტორით. დანარჩენი
ჯგუფები ამოწმებენ და აფასებენ რამდენად სწორად შეასრულა ჯგუფმა სამუშაო.
|
თანამშრომლობითი
დაკარგული სიტყვები
|
ჯგუფებში
|
დავალების ბარათები
|
10 წთ
|
მოსწავლეები შეძლებენ კონტექსტურ გასაღებებსა და არსებულ ცოდნაზე დაყრდნობით
გამოტოვებული სიტყვების აღდგენას.
|
6.
|
კითხვებზე პასუხის გაცემა.
მოგეწონათ ბიჭის საქციელი? რატომ?
რატომ მოიქცა თქვენი აზრით ასე?
თქვენ როგორ მოიქცეოდით მის ადგილას? რატომ შეიტანეს ეს მოთხრობა
წიგნის სწორედ ამ თავში ,,ცუდი და კარგი“?
|
კითხვა-პასუხი
|
მთელ
კლასთან
|
სახელძღვანელო
|
2 წთ
|
მოსწავლეები შეძლებენ ლოგიკურად მსჯელობას, არგუმენტების მოყვანას, საკუთარი მოსაზრების დაცვას.
|
7.
|
სტრატეგია 3,2,1 შევსება
|
მთელ კლასთან
|
3 წთ
|
|||
8.
|
შეფასება, თვითშეფასების რუბრიკის შევსება. მოსწავლეების
მიერ გაკვეთილის შეფასება ზოგადად.
|
მთელ
კლასთან
|
შეფასებისა და თვითშეფასების
რუბრიკა
|
3 წთ
|
მოსწავლეებს შეუძლიათ კრიერიუმებზე დაყრდნობით საკუთარი თავის შეფასება
|
|
9.
|
საშინაო დავალება:
გვ. 166 თავის გაწირვა მტრისათვის. დავალება 13 და
დავალება 14. მოიფიქრეთ წინადადებები განხილული სიტყვებით.
|
ვერბალური ახსნა
|
მთელ კლასთან
|
სახელმძღვანელო
|
1 წთ
|
მოსწავლეებს შეუძლიათ საშინაო დავალების ჩანიშვნა
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგი: ქართ.IV. 2, ქართ.IV. 5, ქართ.IV.
3 , ქართ.IV. 6, ქართ.IV. 10.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე
იყენებს კითხვის ეფექტურ სტრატეგიებს,
შეუძლია კონტექსტურ გასაღებებსა და არსებულ ცოდნაზე დაყრდნობით გამოტოვებული სიტყვების
აღდგენა. შეუძლია გამოხატოს თავისი დამოკიდებულებები ტექსტის მიმართ.
სსსმ მოსწავლე
ასახელებს მოთხრობის მოქმედ გმირებს, აფასებს მათ საქციელს.
შეფასების ტიპები და მეთოდები: განმავითარებელი
შეფასება რუბრიკების გამოყენებით.
(შეფასების და თვითშეფასების რუბრიკები
თან ერთვის გეგმას.)
დანართი 1.
სიტყვები და განმარტებები
თავგანწირული-
წადილი- სურვილი, ნდომა
ჩინებული- შესანიშნავი, დიდებული, საუცხოო
დაბნედილი- გრძნობადაკარგული, გულწასული
დანართი 2.
ტექსტი გამოტოვებული
სიტყვებით.
ჩახტა თუ არა --------------
ყმაწვილი
წყალში, მდინარემ იმ წამსვე დაატრიალა და ჩააყურყუმელავა. ,,ვაიმე, ამასაც დაახრჩობს
ეს
--------------- მდინარე!- შეჰკივლეს ბავშვებმა.
--------------- ბიჭმა მალე ისევ ამოიყურყუმელავა,
წყალს ზევით მოექცა და -------------- ცურვით
გაექანა წყალწაღებული ბიჭისაკენ. ბოლოს, როგორც იყო, მიუახლოვდა --------------- ბავშვს.
ცალი ხელი მაგრად ჩასჭიდა და მეორე ხელითა და ფეხებით დაიწყო ცურვა ------------ნაპირისაკენ.
მოსწავლეები შეფასდებიან შემდეგი
კრიტერიუმებით
Ø იცავს დროის ლიმიტს
Ø მეტყველებს გასაგებად, მსჯელობს, მოჰყავს
არგუმენტები
Ø შინაარსობრივად სწორად სვამს გამოტოვებულ
სიტყვებს ტექსტში
Ø იყენებს კითხვის ეფექტიან სტრატეგიებს
Ø კომუნიკაციური უნარ-ჩვევები
Ø აქტიურობა/ ჩართულობა გაკვეთილზე
Ø ასახელებს გმირებს და აფასებს მათ საქციელს.
Ø გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის მონაკვეთის შინაარსის შესახებ
მათ შორის სსსმ მოსწავლის შეფასების კრიტერიუმები
სტრატეგია
3,2,1
3
რამ,რაც აღმოვაჩინეთ
|
|
2 რამ, რითაც
დავინტერესდი
|
|
1 კითხვა,რომელიც
დამრჩა
|
კითხვები
თვითშეფასებისათვის
1.ინტერესს ვამჟღავნებდი გაკვეთილის მსვლელობის მიმართ.
დიახ არა
2.მონაწილეობას ვიღებდი ჯგუფური და წყვილებში მუშაობისას დავალების შესრულებაში
დიახ არა
ვასრულებდი დავალებებს ხალისით
დიახ არა
4.დამეხმარა
რესურსები ახალი მასალის გაგება-გააზრებაში
დიახ არა
|
მგონია/ იმიტომ რომ/ სინამდვილეში
მგონია
|
იმიტომ
რომ
|
სინამდვილეში
|
ზღაპარი- სამოდელო გაკვეთილი სემიოტიკური კომპეტენციების განვითარება
გაკვეთილის გეგმა: მზევინარ ჩუბინიძე
საგანი: ქართული ენა
სწავლების საფეხური/კლასი: მეოთხე
მოსწავლეთა რაოდენობა:
12
თემა: ზღაპარი
მიზანი: ზღაპრის სახეების გაცნობა.თუ რა მსგავსება და განსხვავებაა მათ შორის.
გაეცნონ რა სტრუქტურული მახასიათებლები აქვს ხალხურ ზღაპარს. მათ შორის
სსსმ მოსწავლემ დაასახელოს საყვარელი ზღაპარი, ავტორი, ზღაპრის გმირი და
ახსნას მისი არჩევანი.
სემიოტიკური კომპეტენციის განვითარება.
N
|
აქტივობის აღწერა
|
მეთოდი
|
კლასის ორგანიზების ფორმა
|
სასწავლო რესურსები
|
დრო
|
|
1
|
ვესალმები კლასს და ვაცნობ
გაკვეთილის თემას და მიზანს. ვაცნობ შეფასების რუბრიკას.
|
ვერბალური ახსნა
|
მთელ კლასთან
|
გაკვეთილის მიზნები და შეფასების რუბრიკა
|
2 წთ
|
მოსწავლეებს ეცოდინებათ გაკვეთილის
მიზნები და შეფასების რუბრიკა
|
2
|
დაფაზე გაკრული მაქვს
სურათები: მფრინავი ხალიჩა, დევი, ფერია, სიტყვები იყო
და არა იყო რა. მათ უნდა გამოიცნონ რა აქვთ ამ სიტყვებს საერთო. ესაა ზღაპარი.ჩვენი
გაკვეთილის თემა.
თქვენი
აზრით ზღაპარი? რომელი ზღაპარი მოგწონთ? ავტორი? ზღაპრის გმირი? რატომ მოგწონთ? დაასაბუთე შენი არჩევანი.
|
კითხვა-პასუხი
|
მთელ კლასთან
|
სურათები
|
5 წთ
|
მოსწავლეები დაფიქრდებიან,
ერთმანეთთან ლოგიკურად დააკავშირებენ სურათებს და მივლიან სწორ პასუხამდე
|
3.
|
პრეზენტაციის
ჩვენება. ზღაპრების წიგნები
|
დემონსტრაცია
თვალსაჩინოების გამოყენებით.
|
მთელ კლასთან
|
პროექტორი, კომპიუტერი
|
5 წთ
|
მოსწავლეები გაეცნობიან
ზღაპრის შესახებ ინფორმაციას. თვალსაჩინოდ წარმოდგენილი ინფორმაცია დაეხმარებათ მოსწავლეებს
ახალი მასალის უკეთ გაგება გააზრებაში.
|
4.
|
სიმღერა დააკავშირე ზღაპარს.
მოსწავლეები მოისმენენ
სიმღერას ზღაპრებიდან.წვილებში არჩევენ სურათებს ზღაპრებიდან და დააწებებენ შესაბამისი
დავალების გვერდით.
|
სემიოტიკური კომპეტენციის განვითარება
|
წყვილებში
|
დავალების ბარათები ფერად
ფურცლებზე. სურათები და სიმღერები ზღაპრებიდან.
|
5 წთ
|
მოსწავლეები ერთმანეთს
დაუკავშირებენ ვერბალურ და არავერბალურ ინფორმაციას. განუვითარდებათ სემიოტიკური
კომპეტენცია
|
5.
|
კლასს ვყოფ სამ ჯგუფად. ვურიგებ გასაფერადებელ
სურათებს და სიტყვიერ ტექსტებს. მათ უნდა
შეუსაბამონ სურათები და სიტყვიერი ტექსტები
ერთმანეთს. დაალაგონ თანმიმდევრობით. ააწყონ ზღაპარი და გამოიცნონ რომელი ზღაპარია. დაასათაურონ და
გააფორმონ. (წითელქუდა, სიზმარა, მეჩონგურე)
|
თანამშრომლობითი, სემიოტიკური
კომპეტენციის განვითარება
|
ჯგუფური
|
სურათები, ტექსტები, ფორმატის ფურცლები, საღებავები,წებო
|
17 წთ
|
მოსწავლეები იფიქრებენ
და სურათებს დაუკავშირებენ შესაბამის სიტყვიერ
ტექსტს. აზრობრივად დააკავშირებენ ერთმანეთს. უვითარდებათ სემიოტიკური კომპეტენცია.
|
6.
|
შეჯიბრება-რომელი ჯგუფი დაასახელებს ყველაზე მეტ ზღაპარს. ჯგუფებმა 3 წუთის განმავლობაში უნდა ჩამოწერონ ზღაპრები.
დაფაზე ვწერთ და
ჯგუფები მკარნახობენ რიგ-რიგობით.
|
შეჯიბრი
|
ჯგუფებში
|
ფურცლები, კალამი
|
5 წთ
|
მოსწავლეები შეძლებენ
ყურადღების მობილიზებას. შეეცდებიან სწრფად იმუშაონ და ჯგუფს გამარჯვება მოუტანონ.
|
7.
.
|
სტრატეგია 3, 2, 1-ის შევსება
|
ვერბალური ახსნა
|
მთელ კლასთან
|
სქემა
|
3 წთ
|
მოსწავლეებს უმაღლებს თემისადმი მოტივაციას. ხელს უწყობს ყურადღების მობილიზებაში, უვითარებს კრიტიკულ აზროვნებას,უვითარებს წერით უნარებს
|
8.
|
შეფასება, მოსწავლეების
მიერ გაკვეთილის შეფასება ზოგადად.
|
მთელ კლასთან
|
შეფასებისარუბრიკა
|
2 წთ
|
მოსწავლეებს შეუძლიათ კრიტერიუმებზე დაყრდნობით საკუთარი თავის შეფასება
|
|
10.
|
საშინაო დავალება: ზღაპარი,
ასევე წაიკითხონ ერთი ზღაპარი დამოამზადონ მოსაყოლად კლასის წინაშე
|
ვერბალური ახსნა
|
მთელ კლასთან
|
სახელმძღვანელო, რვეული,კალამი
|
1 წთ
|
მოსწავლეებს შეუძლიათ საშინაო დავალების ჩანიშვნა
|
გაკვეთილის
ბოლოს მისაღწევი შედეგი: ქართ.IV. 5, ქართ.IV. 6, ქართ.IV. 8 , ქართ.IV. 9
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე
ასახელებს
საყვარელ ზღაპარს, პერსონაჟს და ხსნის თავის არჩევანს. ახასიათებს ხალხურ
ზღაპარს სტრუქტურული
მახასიათებლების მიხედვით.(როგორ იწყება და როგორ მთავრდება)
ამოიცნობს კონკრეტული ჟანრისათვის დამახასიათებელ ნიშნებს.შეძლებს საკუთარი
აზრის
დაფიქსირებას და შესაბამისი არგუმენტების მოყვანას.
სსსმ მოსწავლე ასახელებს საყვარელი ზღაპრის გმირს. გაარჩევს ზღაპრის სახეებს
და თუ
რატომ ჰქვია მათ ეს სახელები.
შეფასების ტიპები
და მეთოდები: განმავითარებელი შეფასება რუბრიკების გამოყენებით.
(შეფასების
და თვითშეფასების რუბრიკები თან ერთვის გეგმას.)
დანართი 1.
დანართი 2.
მოსწვლეები შეფასდებიან შემდეგი
კრიტერიუმებით
Ø იცავს დროის ლიმიტს
Ø მეტყველებს გასაგებად, მსჯელობს, მოჰყავს
არგუმენტები
Ø მელოდიას აკავშირებს ზღაპრის ილუსტრაციასთან
Ø სწორად აკავშირებს სიტყვიერ ტექსტებს ნახატებთან,
გამოიცნობს სათაურს
Ø ამყარებს კომუნიკაციას ჯგუფში
Ø აქტიურობს/ ჩართულია გაკვეთილზე
Ø გაარჩევს ლიტერატურულ ზღაპარს ხალხურისაგან
Ø ასახელებს საყვარელ წიგნს,ზღაპარს, პერსონაჟს, ხსნის თავის არჩევანს.
მათ შორის სსსმ მოსწავლის შეფასების კრიტერიუმები
სტრატეგია 3,2,1
3 რამ რამაც დამაინტერესა
|
2 რამ რაც ვისწავლე
|
1 რამ რაც ბუნდოვანი დამრჩა
|
გაკვეთილის გეგმები 1 კლასი
No comments:
Post a Comment